Friday, March 17, 2017

გაკვეთილის      გეგმა
გაკვეთილის  მთავარ  თემა
მუდმივი  ელექტრული  დენი
სწავლების  საფეხური
მე-8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 21 მოსწავლეა.აქედან სსმ   ბავშვი არცერთი  არ  არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან  გამომდინარე. ეს გაკვეთილი მოსწავლეს გამოუმუშავებს საჭირო უნარ ჩვევებს. დაეხმარებათ მათ შეძენილი ცოდნის რეალიზებაში. ფიზიკური ფორმულებისა და დამოკიდებულებების სწორად გამოყენებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
    •   მოსწავლე    შესძლებს    საჭირო       ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებას და ააგებს ელექტრულ წრედს გამტართა მიმდევრობითი შეერთებისათვის. 
    ∙ მოსწავლე შესძლებს ცდის ჩატარებას, გამოიკვლევს, გაანალიზებს    ცდის     შედეგებს   და     დაადგენს რაოდენობრივ    კავშირს   ელექტრული     წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის.                        
წინარე ცოდნა
კითხვა-პასუხის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ, თუ რა არის დენის ძალა, დენის წყარო, ელექტრული წრედი და მისი შემადგენელი ნაწილები, ელექტრული ძაბვა და წინაღობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, ექსპერიმენტში აქტივობის, პრეზენტაციის მიხედვით. გამოვიყენებ, როგორც       განმავითარებელ       შეფასებას       ისე განმსაზღვრელს, გამოვიყენებ ჰოლისტურ შეფასების რუბრიკას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
წიგნი, კალამი, რვეული, დენის წყარო, რეზისტორები, გამტარები,,ამპერმეტრი, ვოლტმეტრი,რეოსტატი, ჩამრთველ- ამომრთველი, სამუშაო ცხრილი.
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა N1 წინარე ცოდნა.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: კითხვა- პასუხის საშუალებით მოსწავლეები  გაიხსენებენ  ელექტრული    დენის მახასიათებელ    სიდიდეებს,   მათ    შორის დამოკიდებულებას,ელექტრული წრედის შემადგენელი ნაწილებს.
აქტივობა N2 პრაქტიული სამუშაო.
აქტივობის მიზანი: მოსწავლე შესძლებს ცდის ჩატარებას, გამოიკვლევს, გაანალიზებს ცდის შედეგებს და დაადგენს კავშირს წრედის პარამეტრებს შორის
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, იღებენ   მასწავლებლისგან    ნათელ    ინსტრუქციას ჯგუფური   მუშაობის   შესახებ, აწყობენ    ელექტრულ წრედის     მიმდევრობით    შეერთებას,      აწარმოებენ გამოთვლებს და შედეგები შეაქვთ წინასწარ შედგენილ ცხრილში.
აქტივობა N3
აქტივობის მიზანი: ჯგუფების ლიდერების რეზენტაცია
აქტივობის აღერა: მოსწავლეები შეაჯამებენ ჯგუფის მიერ შემუშავებულ შედეგებს საბოლოო დასკვნის სახით.
აქტივობა N4 საშინაო დავალება. ამოცანები კრებულიდან (შერჩევი)
აქტივობა N5
შეფასება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, ექსპერიმენტში აქტიურობის მიხედვით, პრეზენტაციით.
გამოყენებული იქნება,როგორც განმავითარებელი შეფასება ისე განმსაზღვრელი შეფასება. გამოვიყენებ ჰოლისტურ შეფასებას.




 შეფასების რუბრიკა (ჰოლისტური)
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
დამაკმაყოფილებელი
(2 ქულა)
             კარგი
          (3 ქულა)
ძალიან  კარგი
(4 ქულა)
მოსწავლე  ვერ  ამჟღავ-
ნებს წაკითხული მასალ-
ის ცოდნას. არ მონაწილ-
ლეობს აქტივობებში.      
მოსწავლე    სუსტად ამჟღავნებს  წაკითხული   მასალის        ცოდნას.      იშვიათად    მონაწილეობს აქტივ-
 ობებში.       უჭირს   თავისი    მოსაზრებე- 
ბის   არგუმენტირებუ-
ლად   დასაბუთება.

მოსწავლე    საკმაოდ კარგად      ამჟღავნებს წაკითხული  მასალის ცოდნას,     მონაწილე-
ობას იღებს აქტივობებ-
ში, თუმცა   ვერ   ახერ-
ხებს   სრულყოფილად
თეორიული   მასალის
პრაქტიკაში გამოყენებ-
ბას. ნაწილობრივ   არ-
არგუმენტირებულად
ასაბუთებს თავის მოსა
ზრებებს.
მოსწავლე   სრულყო-
ფილად     ამჟღავნებს
წაკითხული  მასალის
ცოდნას.    აქტიურად
იღებს მონაწილეობას
სასწავლო პროცესში.
ყველა        დაგეგმილ
აქტივობას წარმატებ-
ულად ართმევს თავს
არგუმენტირებულად
ასაბუთებს თავის  მო-
საზრებებს.


No comments:

Post a Comment